"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!.." - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე ახმოვანებს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - თქვა მან რამდენიმე წუთის წინ. 

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაშიპროკურატურა შოთაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვს სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ინსტიტუტი კი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ - ამ ფარსში", - თქვა ნიკა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარემ ასევე, დაამატა: "ჩვენი ბრძოლა მართალი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში მართალი ვარ, რაც ჩემი ენერგიის წყაროა".

"რა უნდა ქნას შოთაძის უწყებამ, ძალიან კარგად იციან - უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში, და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე ხელი მიაჭერინეს. იგივე უნდა გააკეთონ და ასე უნდა შეწყვიტონ ჩემი უფლებამოსილება, რომელსაც ყელგამოღადრული ვეხვეწები, ვეხვეწები და არ აჩერებენ", - თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკა მელიას გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული. 

დღეს პროკურატურა ნიკა მელიასთვის დამატებით, ერთკვირიანი ვადის გაფორმებას აპირებდა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის ლიდერი არც პროკურატურაში აპირებს მისვლას და არც გირაოს გადაიხდის.

პროკურატურის განცხადებით კი, თუ ნიკა მელია გირაოს - 40.000 ლარს ერთ კვირაში არ გადაიხდის, პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი