"ტაში, კუკური" ჰქვია ახლა ამას და "დაუკარით დაირა" - გოგი წულაია გუბერნატორის სუფრის ხარჯზე

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტი გოგი წულაია იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის მიერ სახლში, სტუმრებისთვის გაშლილ სუფრაში, ბიუჯეტიდან 1200 ლარის გახარჯვას ეხმიანება.

"ტაში, კუკური" ჰქვია ახლა ამას და სახლი წინ და "კუხნა" უკან, "დაუკარით დაირა" - ზუსტად ამ სიმღერებით და ამ განწყობით მართვენ ქვეყანას, რატო აკეთებენ ამას ასე გამომწვევად, არ ვიცი, ხო იცი, რომ გაიგებენ, 1200 ლარი შემოგვლებია თავზე - ბიუჯეტიდან რატომ ხარჯავ, აი ეს მაშფოთებს, და კიდევ ის მაშფოთებს, რომ ხალხი ამას რეაქციას არ აყოლებს", - ამბობს გოგი წულაია. 

შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორმა ბიუჯეტის ფულით სახლში სტუმრები მიიღო და მოქალაქეებს რეგიონის პირველი პირის სტუმრებისთვის გაშლილი სუფრა 1200 ლარი დაუჯდათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი