ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძისთვის საოკუპაციო რეჟიმის გამოტანილ "განაჩენს" ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელის ეხმაურება.

ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებასაც ახსენებს, სადაც ევროსასამართლომ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში:

დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა.

ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში - ნათქვამია განცადებაში.

განცხადება სრულად 

გახელაძის "განაჩენს" გამოეხმაურა საქართველოში, აშშ-ს საელჩოც.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და 6 თვით "პატიმრობა" მიუსაჯა.

12 წელი ოკუპანტების ტყვეობაში - განაჩენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი