პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანა ბიერდესთან, პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა.
"გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ ბოლო კოვიდსტატისტიკას: