"გვთხოვენ, რადიკალიზაციას ხელი არ შევუწყოთ" - დავითულიანი ევროპარლამენტარების წერილზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების წერილზე გზავნილის მთავარი ადრესატი, არჩილ თალაკვაძე, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა "ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, ფიქრობს, რომ ის ოპოზიციასა და მათ რადიკალურ მიდგომას მიემართება. 

"აქამდეც ღიად ამბობდნენ - მოხდეს პროცესების ნორმალურ პოლიტიკურ სივრცეში გადატანა და რადიკალიზაციას ხელი არ შევუწყოთ, ამას გვთხოვენ. მოგვიწოდებენ, რომ ნუ შევუწყობთ ოპოზიციას ხელს რადიკალიზაციაში. ამ კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარეს აქვს პასუხისმგებლობა", - ამბოსბ დავითულიანი.

ამავე თემაზე: "შემოულაწუნეს ამ წერილით, უთხრეს, რომ ყველაფერი არ მოსულა" - ოპოზიცია ევროპარლამენტარების გზავნილზე

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტერების წერილის მიხედვით - რომელიც არჩილ თაკვააძეს გამოუგზავნეს - "უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა". 

ევროდეპუტატები თეა წულუკიანის მხრიდან, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს ფუნქციებს ახსენებენ და ერთობლივ წერილში წერენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, სხდომათა დარბაზში "სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი