ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტარების წერილი კიდევ ერთი გაფრთხილებაა სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ის, რაც მიღებულია "ოცნებისთვის", მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტერების წერილის მიხედვით - რომელიც არჩილ თაკვააძეს გამოუგზავნეს - "უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა".
ევროდეპუტატები თეა წულუკიანის მხრიდან, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს ფუნქციებს ახსენებენ და ერთობლივ წერილში წერენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, სხდომათა დარბაზში "სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი".
ამავე თემაზე: