ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "მთავარ არხზე", "მთავარ დებატებში" ამბობს, რომ ამ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, "ერთი თმის ღერიც" ვერ ჩამოვარდება თავიდან, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. 

ნიკა მელიამ დეტალურად ისაუბრა იმაზეც, რას გამოუცხადა პროტესტი, როცა ელექტრონული სამაჯური მოიძრო და ხალხში მოისროლა. ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან ეს "ხალხის სახელით" გააკეთა. 

"ყველა უკანონობას აქვს ლიმიტი, ყველაფერს აქვს საზღვარი, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ის უსამართლობის სიმბოლო, რაც მაჯაზე მეკეთა, მომეშორებინა და ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რა გააკეთა "ოცნებამ?" ის ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში, წარმოედგინა ახალი სამაჯური და ეთქვა: აი, თქვენ რომ სამაჯური გადააგდეთ, ახალი სამაჯური მოგიტანეთ... ამის ნაცვლად, ისინი წავიდნენ სასამართლოში..." - ამბობს ნიკა მელია. 

"ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია... ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", - თქვა ნიკა მელიამ. 

"ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ეს ადამიანი, რომელიც წამოგვაჯდა კისერზე, მინიმუმ, კისრიდან ჩამოვაგდოთ... არ გვაწუხებს, კისერზე რომ გვაზის?"- იკითხა ნიკა მელიამ "მთავარ დებატებში". 

ენმ-ის თავმჯდომარემ "მთავარ დებატებში" გაიმეორა, რომ გირაოს გადახდას და, შესაბამისად, "ამ ფარსში" მონაწილეობას არ აპირებს. მისი თქმით, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ის განმუხტავს, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

ნიკა მელიამ ასევე, ხაზი გაუსვა, რომ "პოლიტიკურ კონტრშეტევაზე" გადადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი