თავი ვიგრძენი ადამიანად, რომელიც ერთის მხრივ ებრძვი და მეორეს მხრივ ემორჩილები უსამართლო რეჟიმის ბიჟუტერიას" - ნიკა მელია სამაჯურზე

გამოქვეყნდა:

აქვს თუ არა პროტესტს აზრი? - ამ თემაზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე "მთავარ აქცენტებში" საუბრისას სამაჯურის მოხსნისა და გირაოს არგადახდის გადაწყვეტილებაზე საუბრობს:

არჩევნებზე დამალეწეს საარჩევნო უბნები თავზე , იარაღით დამირბიეს უბნები, შტაბი დამიწვეს, მოგებულ კანდიდატს, ეს სამაჯური თან ხელზე მეკეთა და თავი ვიგრძენი ადამიანად, რომელიც ერთის მხრივ ებრძვი და მეორეს მხრივ ემორჩილები ამ უსამართლო რეჟიმის ბიჟუტერიას..." ამბობს მელია.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ ის კანონს არღვევს, შესაბამისად უნდა იმოქმედოს, თუმცა როგორც მელია ამბობს, მათაც კარგად იციან, რომ არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი - "უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკური ერექცია და უნდა რომ დავემორჩილოთ ყველა უკანონო მოთხოვნაში" ამბობს მელია "მთავარ აქცენტებში.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - ასე უპასუხა ენმ-ს თავმჯდომარემ პროკურატურის ულტიმატუმს, რომ თუ ერთ კვირაში არ გადაიხდის 40 ათას ლარს, მას დააკავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი