ბიზნესი დარჩენილი შეზღუდვების გაუქმებას ელის - პრემიერთან შეხვედრა დასრულებულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენების მთავარი მოთხოვნები, შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, კომენდანტის საათის გადაწევა და ვაქცინის კომერციალიზაციაა, თუმცა მთავრობამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"დავაყენეთ საკითხები, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ამაზე ვიმსჯელოთ, რაზეც მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალ 2 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. ვფიქრობ, ორ კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც გაუქმდება. ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ჩვენ ისედაც ვიცავთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად დავიცავთ", - განაცხადა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები მომავალ შემსუბუქებასთან დაკავშირებით არ დასახელებულა.

"ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა", - თქვა გახარიამ. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი