
"ქართული ოცნების" სათაო ოფისში 18 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ კი მმართველი გუნდის წევრები 19 საათზე უკვე მრავლესობის ფორმატში შეიკრიბებიან.
ვიხილავთ თუ არა უახლოეს დღეებში რადიკალურ სამთავრობო ცვლილებებს? საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამტკიცებს, რომ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
"ოცნების" ლიდერები შენობაში ისე შევიდნენ, კომენტარები არ გაუკეთებიათ. ერთერთი საკითხი სავარაუდოდ ნიკა მელიას საქმეც იქნება, მოუხსნიან თუ არა მას სადეპუტატო იმუნიტეტს იმისთვის, რომ პროკურატურას გზა გაუხსნან და გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში დააპატიმრონ.