
მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეებს მიმართავს, დაჯარიმების შემთხვევაში, შეატყობინონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს - აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ" ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ "დაუმორჩილებლობის" აქციაში მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო. 2000 ლარით დააჯარიმეს პარტია "ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი