პოლიციამ "დაუმორჩილებლობის" აქციაში მონაწილეების დაჯარიმება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი "დაუმორჩილებლობის" აქციაში მონაწილების გამო  2000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

"დამირეკეს საპტრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით ✌️✌️✌️აი ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს !!! ", - წერს თაზო დათუნაშვილი

აქვე გეტყვით, რომ თბილისში, 6 თებერვალს, დაუმორჩილებლობის აქციის ერთი მონაწილე დააჯარიმეს. ხოლო, ბათუმში 11 აქტივისტი დაიჭირეს, მათგან 7 მონაწილეს ჯარიმის სახით 1000-1000 ლარის, ხოლო ერთ მონაწილეს - 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

ამავე თემაზე - თბილისი

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი