
პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებს ოპოზიცია მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
ხელისფულების ოპონენტების თქმით, ,,ქართული ოცნება" ბარიერით ვაჭრობას იწყებს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, იმის ნაცვლად რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კვლავ ძალაშია 4 პუნქტიანი მოთხოვნები, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების თაობაზე და რიგგარეშე არჩევნების შესახებ.