საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარიდან 3 თებერვალს გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის რამაზ ბეღელურს ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ ორტიანი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახის ინფორმაციით, ბეღელური საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს, უკვე მეორედ. ის თავდაპირველად რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოპკუპირებული ცხინვალის იზოლატორში.
ბრალდება ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სოფლიდან გატაცების პირველი შემთხვევა არ არის.
რაც შეეხება როკის გვირაბთან დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქეს, 21 წლის იგორ დრულევს, მისმა ნათესავებმა არ იციან, სად მიდიოდა ახალგაზრდა კაცი ან როგორ აღმოჩნდა როკის გვირაბთან.