"ორი საათი ავტომობილში ვყავდით" - ადვოკატები მათი კოლეგის უკანონო დაკავების გამოძიებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ადვოკატ შოთა თუთბერიძის უკანონო დაკავების გამო ადვოკატთა კორპუსი ვახტანგ გომელაურს მიმართავს და საქმის გამოძიებას და მის პირად კონტროლზე აყვანას ითხოვს. 

როგორც თუთბერიძე წერს, ის 8 თებერვალს, ღამით, იმ დროს დააკავეს, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ასევე დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდა. მის თქმით, "პოლიციას უბრალოდ მობეზრდა აბეზარი ადვოკატი" და ამიტომაც, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს. 

მისივე თქმით, პოლიციამ იზოლატორში არ გადაიყვანა და ორი საათის განმავლობაში ავტომობილში მათი თანდასწრებით იჯდა.

ადვოკატები საერთო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ გზით უფლებადამცველთა დაშინებას ცდილობენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს უშედეგო მცდელობა იქნება. 

დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი