1 ბიტკოინის ფასი 47 000$–ს აჭარბებს – კრიპტოვალუტის რეკორდული მაჩვენებელი

გამოქვეყნდა:

ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, კრიპტოვალუტის უმსხვილესი კომპანიის ბინანსეს მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 47 000$–ს აჭარბებს.

კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული სიტუაციით ისარგებლა ამერიკულმა კომპანია ტესლამ, გიგანტი ავტოკომპანია კრიპტობაზარზე მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტიციას დააბანდებს და მომხმარებელს ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორების გარდა ბიტკოინით ვაჭრობის სერვისსაც შესთავაზებს.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბიტკოინის ღირებულების სწრაფ მატებას კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირებენ და ფასის კიდევ უფრო მატებასაც, არ გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი