დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვას მიესალმება, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მაის-ივნისის შემდეგ დაიწყება.
"ძალიან დადებითად უყურებს სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში. [...] ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება, კი, მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.
ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება დაახლოებით, მაის-ივნისის შემდეგ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ, 9 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნა, რომ 40%-დან 47%-მდე მერყეობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ კორონავირუსის წინაარმდეგ ვაქცინა გამოსავალია და მზად არიან ის გაიკეთონ.
გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური იქნება.