მათ უნდა გადალახონ, არ უნდა დაემორჩილონ და არ შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას- დედაქალაქის მერი ისევ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში მიხელ სააკაშვილის გავლენის გამო არ შედის.
კახა კალაძის თქმით, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, თუმცა დიდი პარტიების გამო, ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
რაც შეეხება ოპოზიციის პასუხს 0%-იან ბარიერის შეთავაზებაზე. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ეს არის მორიგი მცდელობა, ქართულმა ოცნებამ"პარლამენტში შეიტყუოს ოპოზიცია.
შეგახსენებთმ, გუშინდელი პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 0-დან 3 პროცენტამდე იქნება.
ერთადერთი, ვისაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე გადაჭრით უარი არ უთქვამს პარტია "გირჩია".