საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვლას, კარტოგრაფების საქმე განახლდება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. დაცვისა და ბრალდების მხარეები საპირისპირო მხარის მტკიცებულებებს ეჭვ ქვეშ აყენებენ. პროცესს ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც დაესწრებიან.
დაცვის მხარე ითხოვს, რომ პროკურატურის არცერთი მტკიცებულება არ იქნეს ცნობილი დასაშვებად და განსაკუთრებით კი ის რუკები, რის საფუძველზეც მეცნიერებს დანაშაულს ედავებიან. ბრლადების მხარე კი ითხოვს, რომ დაცვის მიერ უცხოეთში წარმოებული ექსპერტიზები არ დაუშვას მტკიცებულებად მოსამართლეს.
"რამდენადაც მე ვიცი, დღეს დასაშვებობის შესახებ იქნება განხილვები, პროკურატურა დღიდან პირველი განცხადებისა, არ ვიცი, ჩვენი მხარე, დაცვის მხარე და ჩვენც ბრალდებულები, დარწმუნებულები ვართ, რომ უდანაშაულოები ვართ. ვისურვებიდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაესვას წერტილი ყველა ამ ბრალდებას", - თქვა ივერი მელაშვილმა.
მისი ადვოკატის, ედურად მარიკაშვილის თქმით, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც დღეს შეიძლება პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს. მისი თქმით, ძირითადი მტკიცებულებები, მათ შორის 1:200 000-იანი რუკები მოპოვებულია საპროცესო კანონმებლობის დარღვევითაა მოპოვებული და ისინი არ უნდა დაერთოს საქმეს.
დღესვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გადასცეს თუ არა ის საქმე არსებითად განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს.