მოვუწოდებთ თალაკვაძეს, გააკეთოს საჯარო განმარტება - NGO-ები გეგუჩაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, მარიამ გეგუჩაძის პარლამენტში არ შეშვების გამო განცხადებას ავრცელებს. კოლაიცია პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურ განმარტებას სთხოვს.

"Ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის", - წერს Კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. 

განცხადებას, ასევე, უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტ მარიამ გეგუჩაძეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ეთქვა უარი, მიზეზად კი გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი