
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, გადაცემა "თქვენი ხმის" წამყვანი, მარიამ გეგუჩაძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს სოციალურ ქსელში და პოსტს თან ფოტოსაც ურთავს.
"მარიამს ერთ-ერთმა დევნილმა თხოვა, პარლამენტის წევრებისთვის ეკითხა, თვეში 45 ლარი რაში ეყოფოდათ.
მარიამმა ითხოვა საშვი პარლამენტში, შეკითხვა რომ უმრავლესობისთვის დაესვა და ჰოი საოცრება, არ შეუშვეს, ეგ აქტივისტიაო.
ამბავი დღეს ასე გაგრძელდა
Mariam - ქუთაისურად გეტყვი და მაგრად მევასები",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გადაცემა "თქვენი ხმის" წამყვანს, მარიამ გეგუჩაძეს პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრა. საკითხი პირადად თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანო უარს ამბობს გეგუჩაძის შენობაში შესვლაზე, რადგან ის აქტივისტია.
ღია დისკრიმინაციაა, აქტივიზმის გამო არ მიშვებენ პარლამენტში - მარიამ გეგუჩაძე