"ცვლილებები არ უკავშირდება შიდა დაპირისპირებას" - ტოვებს თუ არა დავით ბაქრაძე ევროპულ საქართველოს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგის შემდეგ, პარტია მაინც უკმაყოფილოა შედეგით, შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ახლა პარტიაში აუცილებელია განახლება და ცვლილებები.

შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პოლიტსაბჭოს, დაკომპლექტება თუ არა ის ახლებურად და ჩანაცვლდებიან თუ არა ძველი კადრები ახლით - პარტიაში ამბობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებები იქნება, თუმცა პერსონიფიცირებისაგან თავს იკავებენ.

"მიმდინარეობს დისკუსია პარტიის შიგნით და ძალიან მალე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები არ უკავშირდება შიდა დაპირისპირებას, ეს არის შედეგი პარტიის ყველა ლიდერის სურვილის, რომ პარტია წავიდეს წინ და მოხდეს განახლება", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

პარტიაში თანხმდებიან, რომ საერთო ხედვა არ შეიცვლება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შევლენ. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოება პარტიაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით უახლოეს 3 დღეში ყველაფერს გაიგებს. ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოება ოპოზიციისგან სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას ელოდება. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი