ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, სანამ პანდემია არ დასრულდება ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ლარი რომელიმე ვალუტასთან მიმართებაში უნდა გამყარდეს. რაც შეეხება საწვავის ფასის ზრდას, ხელისუფლება ამბობს, რომ ესეც გლობალურ ბაზარზე საწვავზე ფასის ზრდამ განაპირობა.
"ეროვნული ვალუტის პრობლემა წარმოიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ არის კრიზისი მთელ მსოფლიოში, პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია შექმნა, სანამ პანდემია არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ უნდა გამყარდეს ვალუტის კურსი სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში", - თქვა გიორგი კაკაურიძემ.
სახელმწიფო გამოსავალს ბიზნესისთვის სუბსიდირებაში ხედავს.
მეტად კრიტიკულები არიან ეკონომისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტები უმტესობა იმპორტირებულია.