რესპუბლიკური პარტიის მოულოდნელი განცხადება და ოპოზიციის პასუხი 

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში მოულოდნელი აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიის განცხადება პარლამენტში, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ თანხმდება, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ფორმით, ამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და საქმიანობა, ამომრჩევლის წინაშე არასამართლიანი იქნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს, ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს პარტიებისთვის ბუნებრივი ბარების დაწესება, საარჩევნო კომისიებში რეფორმების განხორციელება თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, მხარადაჭერილი იქნება ჩვენი მხრიდან, ოღონდ ეს უნდა იყოს კონტექსტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან - ამბობს "ენმ"-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი ცალკეული პარტიისა და პოლიტიკოსის მოსყიდვას გავს.

ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი წესებითა და საარჩევნო სისტემით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ სამი საკვანძო საკითხის მოგვარების გარეშე, შეუძლებელი იქნება ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება, შესაბამისად ჩვენ ამ მოთხოვნებს უცვლელად ვტოვებთ. ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე კრიზისი ქვეყანაში ვერ განიმუხტება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი კიკნაველიძე. 

გასაგებია, რომ ზოგიერთი პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 0%-იანი ბარიერის არსებობა, თუმცა ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია ბოიკოტის შენარჩუნება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.

 "ქართული ოცნება" არ მოსულა მსგავსი წინადადებით, ისევე როგორც ბევრი სხვა წინადადებით და სამწუხაროდ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები როგორიც ელისაშვილმა, ან გირჩი უშვებს...საარჩევნო სისტემის ცვლილებაში 20-მდე სხვადასხვა საკითხი შედის და ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა ქალბატონი ხათუნა და გამოვა, შევა, გამოვა" ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე

მზად ვართ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ - განცხადება ამის შესახებ დღეს ხათუნა სამნიძემ გააკეთა, თუმცა "მთავარ არხთან" საუბარში განმარტა, რომ ის რჩება თავის აზრზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

რაც შეეხება თამარ კორძაიას. "რესპუბლიკელების" კიდევ ერთმა ლიდერმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ დროა, ქართულმა ოცნებამ ვალდებულების შესრულება დაიწყოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი