ახმეტის მერია 275 000 ლარად  მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისთვის 5 ახალი ავტომობილს  ყიდულობს. ახალი ავტომობილებით მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე სამსახურის  ხელმძღვანელი ისარგებლებენ. 

ჩინოვნიკებისთვის ფუფუნებად ქცეული ავტომობილების პარალელურად, მძიმე მდგომარეობაა ახმეტასა და მის სოფლებში. სოფელი ხორბალო ერთ-ერთია, სადაც  მოუწესრიგებელია გზა და არ არის წყალი. განსაკუთრებით რთულდება მდგომარეობა წვიმიან ამინდში. 10 000 ლარი გზის რეაბილიტაციისთვის გასულ წელს გამოიყო, თუმცა, ასფალტის საფარი ისევ გაუმათავია.

ოპონენტები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც შემოსავლები შემცირებულია, 5 ავტომობილის შეძენა მიუღებელია.

ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია.

ავტორი: ია გულიაშვილი

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი