პარლამენტი არაა ერთჯერადი მოხმარების - დიმიტრი ხუნდაძე "რესპუბლიკელებს"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე "რესპუბლიკელების" ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ერთჯერადი მოხმარების. 

"პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების, მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი შემოდიან მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისათვის, ესე იგი მათ აინტერესებთ ხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი ბედი", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მზადაა საარჩევნო თემატიკის განხილვისათვის 0-დან 3%-მდე ბარიერის კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვლას "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ის და თამარ კორძია მზად არიან პარლამენტში სამივე ჯერზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, თუ "ქართული ოცნება" უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს. ეს განცხადება მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი