"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტიას თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ტოვებს, თუმცა ამბობს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლის ნაწილიცაა პერსონალური გადაწყვეტილებები, მსჯელობა "ევროპულ საქართველოში" ნამდვილად მიმდინარეობს.
"არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ პარტიას ვინმე, მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, მე არ გამაჩნია. აქ არის მსჯელობა სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ასევე, სტრატეგიის ნაწილია, მათ შორის, პერსონალური გადაწყვეტილებებიც, ოღონდ არცერთი ასეთი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, მიღებული არ არის".
გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტიაში მიმდინარე დისკუსია "არანაირად არ ეხება 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად არცნობას".
ასევე, "ევროპულ საქართველოში" დღეს ხაზი გაუსვეს, რომ ენმ-სთან ერთიანი სიის შექმნას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან დავით ბაქრაძის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია, ბოლო ორი დღეა, ვრცელდება.
ბაქრაძე მიდის? - ცვლილებები "ევროპულ საქართველოში"
უახლოეს 3 დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე - ბაქრაძე