რუსთავი2-მა სარგებელი მიიღო და არა ზიანი – ადვოკატი ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ "პორშეს" შეძენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მანქანა მას კანონიის ფარგლებში, ხელშეკრრლებით ჰქონდა შეძენილი.

"არასდროს არ დამიმალავს. დადიოდა ჩემი ოჯახი, ამას იყენებდა და ღიად ვაკეთებდი ამას, როდის განვაცხადე, რომ ჩემი არ არის... ჩვეულებრივად ნაყიდი მქონდა, როგორ უნდა დემამალა, დავმალავდი იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლიდი, რომ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ ნაყიდი მქონდა ხელშეკრულების ფარგლებში, კანონიერების დაცვით, კიდევ ორი თვე მას შემდეგ, რაც რუსთავი 2–დან წამოვედი, ამ მანქანით დავდიოდი" – ამბობს ნიკა გვარამია.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებამ დაადასტურა, რომ რუსთავი2-მა სარგებელი მიიღო და არა ზიანი, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს.

"რეალურად, დღეს ბრალდების მხარის მოწმეებმა მისცეს ჩვენება, რომელიც ცალსახად ადასტურებს დაცვის პოზიციის სისწორეს, რომ რუსთავი ორმა მიიღო სარგებელი და არა ზიანი" – ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი გიორგი საძაგლიშვილი.

შევედით ბრალდების მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით - ნიკა გვარამია

"პორშე" რომ "რუსთავი-2"-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი"- ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი