"მოქმედების დროა" - აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

აქცია პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს დღესაც არღვევენ. ადგილზე, სადაც უკვე რამდენიმე თვეა კარვებია გაშლილი და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება, ახლა აქციის მონაწილეებს პლაკატები აქვთ გამოფენილი და მსვლელობა დაიწყეს. 

აქტივისტები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ მიღებუილ გადაწყვეტილებას, რომ
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიდიან, სადაც გააპროტესტებენ 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისინი ამ ფაქტის გულგრილობისთვის შს მინისტრის გადაგომასაც ითხოვენ.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი