შეზღუდვების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია - საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

სასამართლოს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ მიმართეს.

საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები.

მოსარჩელე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, ზღუდავდა კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ ფიზიკურ თავისუფლებას

ირკვევა, რომ კოლეგიისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ. მოსამართლის განმარტებით, პარლამენტმა საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრა, თუ რა ფორმით, შინაარსითა და რა ფარგლებში შეეძლო მთავრობას საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. 

გადაწყვეტილება ვრცლად 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი