
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან შსს-ს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართვენ, შს მინისტრის გადადგომასაც მოითხვენ. მათი თქმით, ვახტანგ გომელაურმა უნდა აგოს პასუხი მის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ გულგრილობაზე, რომელსაც სამართალდამცველები პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში იჩენენ.
საუბარია 15 წლის არასრულწლოვანი გოგონას სუიციდის ფაქტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს.
ქობულეთის ტრაგედიის გარდა, სამოქალაქო აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასაც ეხმაურებიან, რომელმაც მთავრობის დაწესებული შეზღუდვები კონსტიტუციურად მიიჩნია. ამ ფაქტს აქციის მონაწილეები შეზღუდვების გაპრავებად აფასებენ.