აქცია-მსვლელობის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ

გამოქვეყნდა:

აქცია-მსვლელობის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ.

აქცია პარლამენტის შენობასთან დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს დღეს კიდევ ერთხელ არღვევენ. ისინი ორთაჭალაში, შსს-სთანაც გეგმავენ მისვლას.

აქციის მონაწილეებმა შენობის წინ წარწერებიც დატოვეს:

აქტივისტები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ მიღებუილ გადაწყვეტილებას, რომ
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიდიან, სადაც გააპროტესტებენ 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისინი ამ ფაქტის გულგრილობისთვის შს მინისტრის გადაგომასაც ითხოვენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი