ვუთხარი, რომ მათ ჰყავთ ბანძი შს მინისტრი და ამაზე გაცოფდნენ - დაპირისპირება "ოცნების" ოფისთან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქტივისტი გიორგი მუმლაძე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ექიმები ადგილზე უწევენ. 

"მე ვუთხარი, რომ მათ ჰყავთ ბანძი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა გადადგეს და ამაზე გაცოფდნენ ეს ადამიანები, მომვარდნენ, 20-მდე ადამიანი, ისე თითქოს ტერორისტი ვიყო", - ამბობს მუმლაძე  

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებიც დააკავეს: ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე. 

აქტივისტები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ მიღებუილ გადაწყვეტილებას, რომ
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია და  14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისინი ამ ფაქტის გულგრილობისთვის შს მინისტრის გადაგომასაც ითხოვენ.

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი