პოლიციამ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს წარწერების - სისტემა კლავს- გაკეთების საშუალება არ მისცეს.
აქციის დროს შეუძლოდ გახდა გიორგი მუმლაძე.
სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო, შემდეგ ისინი ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ, სადაც უკვე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები შსს-სტანაც გეგმავენ მისვლას.
როგორც გიორგი მუმლაძემ თქვა, პოლიცია დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.