ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - ნიკა მელია "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ნიკა მელია "ფეისბუქით" პასუხობს. საუბარია გირაოს გადახდის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მდინარაძემ მელიას პასუხად გააკეთა.

ნიკა მელია წერს, რომ პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს პარტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებასთან:

პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა ქართულ ოცნებას და აიჭრნენ

უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე.

პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი.

ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი

რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად.

მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ!

მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!" წერს ნიკა მელია.

პროკურატურის მიერ, ენმ-ს თავმჯდომარისთვის, გირაოს გადახდისთვის მიცემული ვადა ხვალ იწურება. ამის შემდეგ პროკურატურამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დააკავებს თუ არა დეპუტატს, რომელიც სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს, თუმცა "ქართული ოცნება" არც მანდატს უუქმებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი