ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგს საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან "ოცნებაში". მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ლიდერსა და მის ადვოკატს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კოდი, რომელზეც ისინი საუბრობენ მხოლოდ ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო და არ წარმოადგენს ბარიერს რომელიმე ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად.
მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა მელია ხალხს ატყუებს და მოუწოდებს, თავი დაანებოს მანიპულაციებს:
თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ უნდა გირაოს გადახდა დაანებოს თავი მანიპულაციებს და გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილს...
უნიკალური კოდი, არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება ბრალდებულის, ეს კოდი არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც გახსნილია. გირაოს ანგარიში არის ღია და არ არის კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა." ამბობს მდინარაძე.
ნიკა მელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებისა და სუს-ის დავალებით, მის მაგივრად ვინმე სხვამ შეიტანოს თანხა.