სინოდის საჯარო განცხადებები საზღვრის გავლებაზე უზუსტობებს შეიცავს - მარიკაშვილი

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშილის ადვოკატი ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს პასუხობს - ედუარს მარიკაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის გავლების შესახებ სინოდის გადაწყვეტილებაზე მღვდელმთავრის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

მეუფე დავითმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

მარიკაშვილის თქმით, ეს ერთი წინადადება ბევრ ინფორმაციულ უზუსტობას შეიცავს.

"სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ვერ მოახდენს გავლენას ამ საქმეზე, თუმცა საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს... რუკები შედგენილია უფრო ადრეული მონაცემებით", - ამბობს მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი