"მთავარის" ექსპერიმენტი: შესაძლებელა თუ არა სხვა პირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ექსპერიმენტი ჩაატარა - ჩვენ გავარკვიეთ რამდენად მარტივი და, საერთოდაც, შესაძლებელია სხვა პირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა. 

ბანკის ოპერატორის ინფორმაციით, თუ შესაბამისი რეკვიზიტები და საიდენტიფიკაციო კოდი არ აქვს ადამიანს, საკუთარ გირაოსაც კი ვერ გადაიხდის. მით უფრო, ეს ვერ ხდება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. 

როგორც "საქართველოს ბანკისა" და "თიბისის" ოპერატორები ამბობენ, გირაოს გადახდა ონლაინაცაა შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ იმ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. 

შესაბამისად, რასაც პროკურატურა და "ოცნება" ამტკიცებს - ტყუილია. 

"რეკვიზიტები ბრალდებულისა და დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს ცნობილი. რიგით მოქალაქეს სასამართლო ვერ გადასცემს რეკვიზიტებს, ანუ ვერ შეძლებს თანხის დასმას", - ამბობს ადოვკატი, გაგი მოსიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი