დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გიჟები უწოდა, შემდეგ კი თავისივე სიტყვები მედიასთან უარყო.
"არა როგორ გეკადრებათ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ... არა არა, თქვენ გეშლებათ" – ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, რომელიც პარლამენტის სხდომაზე მივიდა, ჟურნალისტებს შეკითხვები ჰაქონდათ, თუმცა, დაცვამ მინისტრთან მიახლოების საშუალება მათ არ მისცა, ხოლო მისი მისამართით დასმული შეკითხვების გაგონებისას, ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკა იყო "გიჟები არიან...", რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით წარმოთქვა.