მე აღარ ვიქნები შემდეგი ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი - განცხადება ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მიხედვით, პარტიის შედეგები იყო "ძალიან ცუდი" და ისიც იღებს პასუხისმგებლობას ამ შედეგებზე.
ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება განახლება. განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელია სამივე ჩვენთაგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ, აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის რომ პარტია განახლდეს, ახალი შენაკადები შეიძინოს, პარტია შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობებში- ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.
პარტიული პოლიტიკიდან პაუზის აღება გადაწყვიტა დავით ბაქრაძემ, რომელიც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ აღარ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.