Twitter-ზე აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ანგარიში ისევ აქტიური და ვერიფიცირებულია

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ანგარიში, რომელიც Twitter-მა ჯერ დაუშვა, კრიტიკული ტვიტებით გამოხმაურების შემდეგ კი გააუქმა, ისევ აქტიურია. იმის მიუხედავად, რომ 11 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ანგარიში გაუქმდა, ამ დროისთვის ხელმისაწვდომია. 

აღსანიშნავია, რომ თვითგამოცხადებულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და უკრაინაში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გახსნილი საელჩოების ანგარიში კრემლმა Twitter-ზე თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა, თუმცა, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საელჩოს ანგარიში მას შემდეგ წაიშალა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი მისწერა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამოუქვეყნებია და, სავარაუდოდ, არც Twitter-ადმინისტრაციისთვის გაუგზავნია საპროტესტო წერილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი