ხელისუფლება ვერ გაბედავს, ვერ დაიჭერენ - პოლიტიკური შეფასებები მელიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ვერ გაბედავს, ნიკა მელიას ვერ დაიჭერს, -ასე აფასებს ოპოზიცია "ოცნების" პროკურატურის მცდელობას დაიჭიროს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

"ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესების მართვის ინსტრუმენტად გახადა ეს დაკავებები",- აცხადებს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

"ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი სოლიდარულია ნიკა მელიას მიმართ.

"მისი ეს განცხადება არის, არა კანონისადმი დაუმორჩილებლობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 22 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ოპონენტების დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა. ახლა კი მანდატის შეჩერების საკითხზე ოცნების 90-მა დეპუტატმა ხელახლა, მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი