კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან - ოპოზიციური პარტიები მელიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურებიან და საერთო განცხადებას ავრცელებენ. 

განცხადებას 22 ხელმომწერი ჰყავს.

"ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან. 

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას. 

მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში. 

პარტიები წერენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს. ოპოზიცია ამას პროვოკაციად აფასებს.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, შეწყვიტოს ოპონენტების დევნა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

განცხადებას ხელს აწერენ

  1. ევროპული საქართველო;
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  3. ლეიბორისტული პარტია;
  4. გამარჯვებული საქართველო;
  5. ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრარაობა;
  6. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა;
  7. ლელო საქართველოსთვის;
  8. ქრისტიანკონსერვატული პარტია;
  9. ახალი ქრისტიან დემოკრატები;
  10. სამართლიანობისთვის;
  11. ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
  12. სახელმწიფო ხალხისთვის;
  13. ევროპული დემოკრატები;
  14. კანონი და სამართალი;
  15. რესპუბლიკური პარტია;
  16. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
  17. გირჩი-თავისუფლებისთვის;
  18. თავისუფალი დემოკრატები;
  19. სტრატეგია აღმაშენებელი;
  20. ელენე ხოშტარია;
  21. ირაკლი ღლონტი;
  22. ემსახურე საქართველოს.

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი