პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ სახალხო დამცველზე შეტევას უარყოფს.
"ჩვენ გვაინტერესებს, თუ ზეწოლა იყო მასზე, რა არ გააკეთა ბატონმა ომბუდსმენმა, რა დააკლო ადმიანების უფლებების დაცვას", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
"როდესაც პოზიციის დაფიქსირებას შეტევად აღიქვამს, თან როდესაც ამ განცხადებებაში ამის არანაირი ნიშნები არ არის, ეს მისი პრობლემაა. დღეს ზეწოლად გინდა ჩამოაყალიბოთ ის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება და თავისი პოზიცია გამოხატა", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
უჩა ნანუაშვილზე ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
"ზუსტად მახსოვს, რა ზეწოლა იყო სახელწმიფოს პირველი პირებისგან სახალხო დამცველზე. იმხელა საქმე შეიკერა შეუძლებელია პირველი პირები არ ყოფილიყონ ჩართულები",- აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
შეგახსენებთ, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ამბობს, რომ ე.წ.ციანიდის საქმის სარჩული პოლიტიკური მოტივი იყო.
ნანუაშვილი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს - ირაკლი კობახიძესა და თეა წულუკიანს - და ფიქრობს, რომ საჯარო განცხადებებით ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ომბუდსმენს, არ მიწოდებინა ვრცელი ინფორმაცია საზოგადობისთვის.