
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას მწვავე განცხადებითა და მოწოდებით ამჯერად, უკრაინის საგარეო უწყება ეხმაურება.
ოფიციალურ განცხადებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის 12,5 წლით პატიმრობას გმობს უკრაინა და კრმელს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრემლს რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში, საერთაშორისო ნორმების დარღევევასა და ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. მეგობარი ქვეყნის საგარეო უწყება განცხადებაში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციაზეც საუბრობს და საერთაშორისო პარტნიორებს კრმელზე ზეწოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.
"აუცილებელია რუსეთზე საერთშორისო ზეწოლის გაძლიერება, რათა იძულებული გახდეს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ შეწყვიტოს აგრესია და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია" - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.