"ოცნების" ოფისში უმრავლესობის საგანგებო სხდომა იწყება - სავარაუდოდ, განიხილება ნიკა მელიას საკითხი

გამოქვეყნდა:

მოულოდნელად ჩანიშნული უმრავლესობის სხდომა "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის წევრები ამ წუთებში, პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.

სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთპარტიული პარლამენტი, ნიკა მელიას საქმეზე, დააკმაყოფილებენ თუ არა გენერალური პროკურორის მოთხოვნას და უკვე მეორედ შეუწყვეტენ თუ არა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას. უმრავლესობის სხდომას, სავარაუდოდ, პრემიერი გახარიაც დაესწრება.

მმართველი გუნდის წევრები, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე იმსჯელებენ.

"სამუშაო რეჟიმში ვიკრიბებით პოლიტსაბჭშოსთან ერთად და გავდივართ მიმდინარე საკითხებს.... მიმდინარე საკითხებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, რადგან მომავალ სესიაზე დადგება, თავისთავად ცხადია, ნიკა მელიას საკითხი. ჩვენ ზოგადად არ გვიჭირს გუნდურობის კუთხით საკითხის გადაწყვეტაც. რა თქმა უნდა ამ შემთხვაშიც, მელიასთან დაკავშირებით იმსჯელებს პარლამენტი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმსჯელებს... ამ საკითხს გუნდურად განვიხილავთ", - თქვა რიმა ბერაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა, უწყება ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის ამბობს, რომ მზადაა ციხეში წავიდეს, თუმცა "ქართული ოცნების" მართლმსაჯულებას არ დაემორჩილება. ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი