"ორშაბათს ვგეგმავთ საერთო შეკრებას" - ოქრუაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებზე

გამოქვეყნდა:

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ორშაბათს, 15 თებერვალს, გაერთიანებული ოპოზიცია ისევ შეიკრიბება. 

ამ შეხვედრაზე არ იქნებიან "მოქალაქეებიდან" - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ოქრუაშვილის თქმით, ისინი არასდროს აქტიურობდნენ შეხვედრების დროს და ლეიბორისტული პარტიის ოფისში არ დადიოდნენ. 

"ორშაბათს ვგეგმავთ საერთო შეკრებას. რამდენადაც მე ვიცი, ორშაბათს 12 საათზეა დაგეგმილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში. 

ჩვენი შეცდომა იყო, რომ მათ ( ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს) განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ და დავარწმუნეთ ისინი, რომ თითქოს რაღაცას წარმოადგენენ", - თქვა ოქრუაშვილმა 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის უმრავლესობა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.

ცნობისთვის,  2 თებერვლას ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს დეპუტატების რანგში პირველი სხდომა ჰქონდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი