უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას - მდინარაძე მელიაზე

გამოქვეყნდა:

საგანგებო განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაუკა მდინარაძემ. მან "ოცნების" ოფისში უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა და განაცხადა, რომ "ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა" აღარ გადადეს და მიიღეს გადაწყვეტილება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. 

"|ნიკა მელიას| უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარვე იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია -  უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

მას კიდევ აქვს რამდენიმე დღე, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. 

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 22 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ოპონენტების დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა. ახლა კი მანდატის შეჩერების საკითხზე ოცნების 90-მა დეპუტატმა ხელახლა, მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი