ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეასრულოს გავრილოვის, კარასინის, ლავროვისა და პუტინის დავალება,- ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.
"ეს არის უკვე ჩვეულებრივად ნიკა მელია VS გავრილოვი",- განაცხადა დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია.
"თავისუფლალ საქართველოს არანაირი ვალი არ გვაქვს. ხარკი თუ უნდათ უხადოს "ოცნებამ".- აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. ნიკა მელიას ეს პროცედურა ერთხელ უკვე გავლილი აქვს, მაგრამ მაშინ ის არ დაუპატიმრებიათ: აღკვეთის ღონისძიებად გირაო და პატიმრობის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრეს.
ამავე თემაზე:
ნიკა მელიას საკითხს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლოს განიხილავს - პროცედურული თანმიმდევრობა