
"ის ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო" - მმართველმა პარტიამ ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებებიდან ეს დასკვნა გამოიტანა. "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ენმ-ს ლიდერს გირაოს გადასახდელად ვადას ოთხშაბათამდე აძლევს.
ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია - განაცხადა დღეს შალვა პაპუაშვილმა.
კანონის დაცვისკენ ნიკა მელიას დღეს შს მინისტრმაც მოუწოდა: კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება - ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.